"ოცნების" კანონპროექტი ხელს უწყობს ოპოზიციური აზრის დევნას - საბა ბუაძე

15.03.23 13:05
"ოცნების" კანონპროექტი ხელს უწყობს ოპოზიციური აზრის დევნას - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბაუძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციური აზრის დევნას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. 

ოპოზიციის წევრის თქმით, სწორედ ამასვე წერს ვენეციის კომისიაც. 

კანონი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" მოიტანა სრულიად საპირისპიროს ემსახურება და ადამიანის უფლებების შეზღუდვის მცდელობას კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის და პირდაპირ წერია, რომ განცხადებების ფონზე, რომელსაც ,,ქართული ოცნება" აკეთებს, ვენეციის კომისიაც კი, რომელიც ძალიან კონსერვატიული ინსტიტუტია, ვარაუდობს, რომ ეს ხელს შეუწყობს დამატებით ოპოზიციური აზრის დევნას, - თქვა ბუაძემ.