მზად ვარ შევხვდე ყველას, ვინც ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს - ომბუდსმენი

15.03.23 11:51
მზად ვარ შევხვდე ყველას, ვინც ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს - ომბუდსმენი

მზად ვარ შევხვდე ყველას, ვინც ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი 7-9 მარტს გამართულ აქციებში მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას. 

ლევან იოსელიანის თქმით, ის მზად არის, შეხვდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია პირველის ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.