,,ოცნება“ პროდასავლური ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს - დავით ქაცარავა
ეს იყო გზავნილი ევროკავშირისთვბის და რუსეთსთვის - ასე ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთბაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავა რადიკალების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.
ქაცარავა ვანდალური ფაქტის უკან "ქართული ოცნების" ხელს ხედავს და ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ჩასანაცვლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ევროკავშირის დროშის დაწვა, ეს არ არის უბრალოდ ვანდალიზმის აქტი, ეს იყო გზავნილი ევროკავშირისთვის და რუსეთსთვის, ამის საფასური და ღირებულება არის 2000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელსაც ეს რადიკალური დაჯგუფება ამ გადაიხდის.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გზავნილი გავანეიტრალოთ და საბოლოო ჯამში შევცვალოთ ,,ქართული ოცნება", შევცვალოთ პროდასავლური ხელისუფლებით, რომელიც ქვეყანას კვლავ მიატრიალებს დასავლეთისკენ, - თქვა ქაცარავამ
ცნობისთვის, რადიკალების დაჯგუფებამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია და დაწვა, ამ ყველაფერს პოლიცია მდუმარედ უყურებდა.