ევროპარლამენტში "ოცნებისა" და საქართველოს მოქალაქეების მკვეთრი გამიჯვნა მოხდა - ხატია დეკანოიძე

15.03.23 13:30
ევროპარლამენტში "ოცნებისა" და საქართველოს მოქალაქეების მკვეთრი გამიჯვნა მოხდა - ხატია დეკანოიძე

ისტორიულს და უპრეცედენტოს უწოდებენ ოპოზიციის წარმომამდგენლები  ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ძალიან დიდი გამიჯვნა მოხდა საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მოსახლეობის და სწორედ ქალი დროშით აქციიდან გახდა ევროპარლამენტარებისთვის ქართველი ხალხის სულისკვეთების სიმბოლო.

დეკანოიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტიდან მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია.

ძალიან მკვეთრი გამიჯვნა მოხდა საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მოქალაქეების, როდესაც ქალი დროშით გახდა სიმბოლო იმ სულისკვეთის და იმ დამოკიდებულების, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის მიმართ. ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში. ხელისუფლება არ წარმოადგენს მოქალაქეების ინტერესს და არ იცავს მათ და ეროვნულ ინტერესს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო და ეს გზავნილი ეხება ზუსტად იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს და არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ევროპარლამენტში გამართული უმწვავესი დებატების შემდეგ "ქართული ოცნება" გაუჩინარებულია. მმართველი გუნდის არცერთი დეპუტატი დღეს პარალამენტში მედიასთან არ გამოჩენილა. 

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ერთი დაბრკოლება აქვს და ეს ბიძინა ივანიშვილია" - ეს არის ევროპარლამენტის მთავარი სათქმელი ქართველი ხალხისთვის. 

ევროპელმა დეპუტატებმა ასევე მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ საქართველოს მოქმემდი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართელი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს ევროპაში ხედავს.