ჩაალაგეთ ბარგი და გამოაცხადეთ ხელახალი არჩევნები - ნათელაშვილი

15.03.23 13:30
ჩაალაგეთ ბარგი და გამოაცხადეთ ხელახალი არჩევნები - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ხელისუფლებას აფრთხილებს, შეწყვიტოს ახალგაზრდების მიმართ დაწყებული რეპრესიები. შალვა ნათელაშვილი ასევე, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, "ჩაალაგოს ბარგი" და ხელახალი არჩევნები გამოაცხადოს. 

მინდა გავაფრთხილო რეჟიმი და მისი მეთაური, ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდების მიმართ დევნა-რეპრესიებს. ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეშ ექნება რაიმე წვლილი შეტანილი, ხოლო მიღებული კანონით, რაც ძალიან მალე მოხდება, ასეთ პირებს აეკრძალებათ სახელმწიფო საჯარო სამსახურებში მუშაობა სამუდამოდ. ამიტომ, შეწყდეს ყველა ადმინისტრაციული და სხვა კეტეგორიის საქმე ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავლის იმედტა წინააღმდეგ აღძღული.

მეორე საკითხი, იმგვარი კრიზისები, როგორიც შექმნა ოლიგარქმა საქართველოში, მსოფლიო პრაქტიკით წყდება მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი, ხელახალი არჩევნების გზით. რეჟიმს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება და გამოაცხადოს ახალი არჩევნების თარიღი.

პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რომელიც არ გამოდის იქიდან არაფრით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ,  სანამ თვითონ რეჟიმი გამოაცახდებდეს ხელახალ არჩევნებს, მოითხოვეთ თქვენ ის, რასაც ელოდება ე.წ. ოპოზიცისგან საქართველო და დანარჩენი მსოფლიო, - განაცხადა ნათელაშვილმა.