"ლელომ" პაპუაშვილს ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა წითელი მარკერით მოუნიშნა
"შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას ვერ კითხულობს და ვერ ხვდება რა წერია დოკუმენტში" - "ლელომ" პაპუაშვილს მარკერით გაუხაზა დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია დეოლოგარქიზაციის კანონს მკაცრად აკრიტიკებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გახაზული დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარეს კაბინეტთან მიუტანეს და მას აპარატის თანამშრომლის ხელით შეუგზავნეს.
"ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე თვად ვერ პოულობს და ვერ კითხულობს ვენეიის კომისიის დასკვნას, ან ის ადამიანები, რომლებსაც დავალებას აძლევს, არიან არაკომპეტენტურები და ვერ მოუძებნეს პარლამენტის თავმჯდოამრეს რა წერია დოკუმენტში, გავუხაზეთ მარკერით და აღვუნიშნეთ შინაარსი ამ დაკსვნის. კომისიის ორივე დასკვნა, რომელზე მმართველი გუნდი იძახდა, რომ ამდენი თვეების განმავლობაში მუშაობდა, აი იმ რაღაცაზე ვენეციის დასკვნა ამბობს, რომ ეს მიხედვით ამბობს, რომ ეს არ იქნება იმ მოთხოვნების და შინაარსის შესრულება, რომელიც არის 12 რეკომენდაცია ". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
პარალამენტის თავმჯდომარე გუშინ ამტკიცებდა, რომ ვენეციის კომიიის დასკვნა დეოლიგარქიზაციასთან დაკაშირებით დადებითია.