თავდასხმა ირაკლი ნადირაძეზე - პოლიციაში საბა ბუაძე იკითხება

15.03.23 13:45
თავდასხმა ირაკლი ნადირაძეზე - პოლიციაში საბა ბუაძე იკითხება

თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში "ლელოს" წევრს საბა ბუაძეს ჰკითხავენ. საქმე 8 მარტს საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ენმ-ს წევრს, ირაკლი ნადირაძეს თავს სადგისიანი უცნობი დაესხა.

ცნობილია, რომ ბუაძე შემთხვევის თვითმხილველია.