ანტიდასავლური წიგნი საკანონმდებლო ორგანოში - რას ამბობენ პარლამენტის აპარატში
პარლამენტის აპარატმა პარლამენტარებს ანტიდასავლელი ავტორის ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი "ლუციფერის მხილება" გადასცა - ინფორმაცია პარტია ლელოს წევრებმა გაავრცელეს.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ წიგნში საუბარია ამერიკაზე, როგორც ლუციფერზე.
"გაგიჟდა ქართული ოცნება, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!
გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშედა უფასოდ ავრცელებენ.
ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.
ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი" - წერს კუპრაძე.
თემაზე საგანგებო ბროფინგი გამართა ლანა გალდავასთვამაც. "ლელოს" წევრის თქმით, წიგნზე წერია, რომ ის გამიზნულია პარლამენტარების, სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი.
პარლამენტის შენობაში აპარატის თანხმობის გარეშე მსხვილი ტირაჟით სახელმძღვანელოებს ვერ შეიტანენ. თითო ფურცელი რომ შევიტანოთ, უსაფრთხოების ყველა საფეხური უნდა გავიაროთ. საკუთარ სამუშაო ოთახში დასაკიდად გელათისა და ვარძიის ფრესკების ფოტოები რომ შემეტანა, უსაფრთხოების ხუთი საფეხური გავიარე.
წაგიკითხავთ მის წინასიტყვაობას: „აშშ ცდილობს რა შეცვალოს ღვთით დადგენილი კაცობრიობის განვითარების წესი, სხვა არაფერია თუ არა ლუციფერად გამოცხადება".
ამ წიგნში არის ყველა ის შეთქმულების თეორია, რასაც პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის წევრები ასაღებენ ანუ ამ სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ. ასახულია ყველა შეთქმულების თეორია, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ისმის სატანისტების შესახებ და ასე შემდეგ.
ერთის მხრივ ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს.
იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის აპარატი კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტს არიგებდეს, ასეთ სახელმძღვანელოებს არიგებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ და სახელობითად ოპოზიციის წევრებისდამი არის გამიზნული", - განაცხადა ლანა გალდავამ.
საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტმაც. საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია.
ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს საკუთარი ინიციატივით პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.
პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას- წერია განცხადებაში.