ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ ჩვენი კანონის მიღება არ შეიძლება - მდინარაძე დეოლიგარქიზაციაზე
"ქართული ოცნება" ისევ ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული არ იყო. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისიის დასკვნაში არ ეწერა, რომ "ოცნების" მიერ წარმოდგენბილი დეოლიგარქიზაციის კანონი მიუღებელია და დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ერთი სიტყვაც არ წერია, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. მთელი ნარატივი თქვენი ტელევიზიების, თქვენი პარტიის ხომ ეს იყო?
ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ თითოეულ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიამ დადო. თითოეულ შენიშვნას დასკვნიდან უნდა მივყვეთ ყურადღებით, - თქვა სახელისუფლებო გუნდის წევრმა.