"გაგარჭობთ მაგ მაიდანს და ყველა თქვენს პარტიელ გიტლერიუნგერს ერთმანეთში" - სამხარაძე ისევ იმუქრება
"ქართული ოცნების" მაგინებელი დეპუტატი, დიტო სამხარაძე ისევ იმუქრება და სოციალურ ქსელშ წერს, რომ ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელში ჩავიდნენ და ევროპელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიეცეს.
სამხარაძე ისევ რუსული კანონის გაწვევაზე წუხს და წერს, რომკანონის გაწვევა ქვეყნის დათმობას არ ნიშნავს და არავის მისცემს უფლებას, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.
ჭიჭე ვაშაძე-პოპოვნა, გახარიას მონად გადაქცეული ხოშტარია, გამოთინეიჯერებული ჯაფარა, სტრასბურგსა და ბრუსელში ჩავიდნენ. ვინ გამოიცნობს რისთვის? კაბინეტებში დარბიან ეს ბნელი მონები! ევროპელ პოლიტიკოსებს ეხვეწებიან საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიცეთო! თუ არ მისცემთ, ისევ სკოლის მოსწავლეებს გამოვიყვანთ და მაიდანსაც მოვაწყობთო! ოეეეე, არა რუსულ კანონს ! კანონის გაწვევა ქვეყნის დათმობა არ გეგონოთ! გაგარჭობთ მაგ მაიდანს და ყველა თქვენს პარტიელ გიტლერიუნგერს ერთმანეთში! არ იქნება საქართველოში მეორე ფრონტი", - წერს დიტო სამხარაძე.