ევროპარლამენტარები ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენაა, "ოცნება“ კი რუსეთისკენ - ჩიხლაძე
სამი ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშემებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ევროპარლამემტართან და ალდეს პრეზიდენტთან ილჰან კიუჩუკთან გამართეს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დარბევები იყო
“ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი!
დღეს შეხვედრაზე ალდეს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა:
პირველი ის, რომ როგორც ალდე, ისე სხვა პოლიტიკური ოჯახები, ძალიან ნათლად ხედავენ, საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება!
მეორე, ალდე დააინიცირებს ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას, რომელიც ჩამოვა, ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას და შეხვდება პოლიტიკურ მოთამაშეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას.
მესამე, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარავინ უწევს ანგარიშს და მხოლოდ ოპოზიციაა ის ძალა, რომელთანაც სურთ საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებს.
ოპოზიციამ უნდა აიღოს ინიციატივა ხელში ევროკავშირის ინტეგრაციასთან მიმართებით, სხვა ალტერნატივა არ არის, რადგან ყველა ხედავს, მათ შორის ევროპაში, რომ ხელისუფლება არის პრორუსული!“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.