ნიკა მელიას მერობის შანსი არ ექნება... ის გმირი არ არის! - ალეკო ელისაშვილი

11.05.21 15:09
ნიკა მელიას მერობის შანსი არ ექნება... ის გმირი არ არის! - ალეკო ელისაშვილი

მელია ბოლომდე გაბანკროტებული არ არის, მაგრამ გმირი არ არის - აცხადებს პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერი. ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის არევა და რევოლუციის მოწყობა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

საერთოდ არ მაინტერესებს, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" რა კონსულტაციები დაიწყო, ფაქტია, რომ რევოლუციამ უნდოდათ და არ გამოუვიდათ და არიან ახლა თავჩაგინდრულები.  მათ ყველას ტვინი აურიეს და ეს ქვეყანა გაიჭედა. დარწმუნებული ვარ, ,,ნაციონალებისა" და ერთი-ორი კინკილა ტელევიზიის გარდა არავის აინტერესებს, შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში. მელიას არანაირი შანსი არ ექნება მერობის, დარწმუნებული ვარ. ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევულუციური ძალები არავის სჭირდება. ვერც ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება მელია, ისეთი პირი უჩანს. 

მელია ბოლომდე გაბანკროტებული არ არის, მაგრამ გმირი არ არის. საბოლოო ჯამში ის მოხდა, რაზეც ვამბობდით, ხომ ვეუბნებოდით, დათამხმდი ევროკავშირის გირაოსო. რა გმირობაზე ვლაპარაკობთნ? - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი თვითონ იყოს.

ვფიქრობ ამ საკითხზე, ჯერ სხვა პრობლემებზე ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ- აცხადებს ელისაშვილი.