შევა თუ არა "ენმ" პარლამენტში - კონსულტაციები პარტიაში

11.05.21 15:48
შევა თუ არა "ენმ" პარლამენტში - კონსულტაციები პარტიაში

კონსულტაციები „ნაციონალური მოძრაობაში“ - ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელია პარტიის ლიდერებთან შეხვედრას მართავს. პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში შესაძლო შესვლის საკითხს განიხილავენ. პარტიის თავმჯდომარე სამ ვერსიაზე საუბრობს. პირველი ვერსიით, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მეორე ვერსიის თანახმად, ისინი საკანონმდელო ორგანოშიც შევლენ და შეთანხმებასაც მოაწერენ ხელს, ხოლო მესამე ვერსიით - ოპოზიციური პარტია მსგავს ნაბიჯებს საერთოდ არ გადადგამს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია, თუმცა მეორე ნაწილი რეჟიმთან ბრძოლაში ყველა პლატფორმის გამოყენების მომხრეა. 

ნიკამ განიხილა სხვა და სხვა ოფციები, მათ შორის, დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლა. მე ვამბობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინია, რომ ეს ორი მოქმედება მოხდეს ტანდემში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, რომ ხელმოწერა დასვას ამ დოკუმენტზე და ასევე იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუსაობას და საპარლამენტო მუსაობა არ გამორიცხავს ქუჩას და ყველა პლატფორმა აუცილებლად არის გამოსაყენებელი, - ამბობს პარტიის წევრი, თინა ბოკუჩავა. 

ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ერთი კვირის ვადა ითხოვა. აღნიშნულ ვადაში პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული პარტიის წევრები და ლიდერებიც დაესწრებიან. 
 

მსგავსი სიახლეები