ახლა, როცა მელია თავისუფალია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს - დევიდ კრამერი
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ის მელიას გათავისუფლებას დადებითად აფასებს და ურჩევს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, პარლამენტში შევიდეს.
კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ,,ენმ"-მ უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო „ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველჰყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია“, - ამბობს კრამერი.