სოფელ შუქრუთში პროტესტის მონაწილეები კომპენსაციის მიღებაზე თავად აცხადებენ უარს - ჯორჯიან მანგანეზი

11.05.21 17:03
სოფელ შუქრუთში პროტესტის მონაწილეები კომპენსაციის მიღებაზე თავად აცხადებენ უარს  - ჯორჯიან მანგანეზი

აქცია ჭიათურაში - სოფელ შუქრუთში სამი ადამიანის მიერ პირის ამოიკერვას "ჯორჯიან მანგანეზში" უპასუხეს.

პროტესტის მონაწილეების მტკიცებით, კომპანიის მუშაობის შედეგად  დაზარალდნენ. საპირისპიროს ამტკიცებენ "ჯორჯიან მანგანეზში" -  კომპანია მზად არის, აღნიშნულ პირებს ზარალი აუნაზღაურდეთ, თუმცა თანხა მათთვის არასაკმარისია.

"ჯორჯიან მანგანეზი"-ს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ სოფელში მათ მილიონობით ლარის კომპენსაცია უკვე გასცეს, ნაწილს კი ახლა გასცემენ.

სახლები კი  საბაზრო ღირებულებაზე მეტად არის შეფასებული და გაურკვეველია, რატომ აცხადენენ პროტესტის მონაწილეები კომპენსაციის მიღებაზე უარს. ,,ჯიემი" მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის - აცხადებენ ,,ჯორჯიან მანგანეზში".