,,ოცნება" რეპრესიებს იმ მეთოდით ახორციელებს, რასაც თავად ებრძოდა -გიორგი ხოჯევანიშვილი

11.05.21 18:11
,,ოცნება" რეპრესიებს იმ მეთოდით ახორციელებს, რასაც თავად ებრძოდა -გიორგი  ხოჯევანიშვილი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მომხდარ საკადრო ცვლილებებს ექს-პრემიერ გახარიას გუნდის წევრი გამოეხმაურა. გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მერიის მაღალჩინოსნებზე პოლიტიკური ზეწოლა იმ ფაქტის გამო მოხდა, რომ აღნიშნული პირები გახარიას თანამოაზრეებად ითვლებიან. ხოჯევანიშვილი ,,ოცნებას" მეთოდებს უწუნებს. მისი თქმით ,,ოცნება" პოლიტიკურ რეპრესიებს იმ მეთოდით ახორციელებს, რასაც თავად ებრძოდა.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა ზეწოლა მერის მოადგილეებზე, ზეწოლა ერთადერთი ნიშნით მოხდა, ამ ადამიანების გახარიას გუნდის თანამოაზრეობა. ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს ,,ქართული ოცნება" ებრძოდა და  დღეს ამ მეთოდით პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, არ დამთავრდება ,,ოცნებისთვის" სასიკეთო შედეგით. - განაცხადა გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღეს თანამდებობები ფოთის, მარტვილის, გორისა და ხაშურის მერის მოადგილეებმა დატოვეს.  ისინი მოღვაწეობას გახარიას გუნდთან გააგრძელებენ.