საკადრო წმენდა გრძელდება - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი გაათავისუფლეს

11.05.21 21:09
საკადრო წმენდა გრძელდება - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი გაათავისუფლეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც გვასალიამ განაცხადა, რამდენიმე წუთის წინ ის  მალხაზ თორიამ დაიბარა და უთხრა რომ  პარტიიდან აქვს დავალება გვასალიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.