მოსამართლეს ვუთხარი ჩინჩალაძე მომიკითხეთქო და გამომაძევა - მელია სასამართლოს ინცინდენტზე
"ვუთხარი, ჩინჩალაძე მოეკითხე, ამის გამო გამომადგო" - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სასამართლო სხდომიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ მისი გაძევების მიზეზებზე "რეაქციაში" საუბრობს.
ყოველთვის ვცდილობ, მონა არასდროს არ ვუწოდო, რაღაც ევფემიზმი გამოვიყენო - მორჩილი დავუძახო. უბრალოდ, რომ არ დააკმაყოფილა ჩემი სამართლიანი, შუამდგომლობა, უბრალოდ, ჩინჩალაძე მომიკითხემეთქი ვუთხარი. რა ვთქვი ახლა, რამე შეურაცხმყოფელი ვთქვი? ჩინჩალაძე მომიკითხეთქო და გამომაძევა", - თქვა მელიამ ტვ პირველის ეთერში.