არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში - ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

11.05.21 23:25
 არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში - ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს საცხოვრებელი ადგილები არ დატოვონ.

ვითარება სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადია - წერია მიმართვაში. 

განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები”, — წერს საელჩო.

 

 

 

საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებია:
0526919092 დავით ჩაჩავა
0528888513 მიხეილ ბაბლუანი
0548620270 ნინო ჩანტლაძე
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, საელჩო მოქალაქეებს სთხოვს გამოიყენონ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები, ასევე მიწერონ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.