გიორგი პატარაიას 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს
ენმ-ს წევრს გიორგი პატარაიას 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პატარაია ამბობს რომ კანონი არ დაურღვევია, მაშინ დააკავეს, როდესაც მის გვერდზე მყოფი მოქალაქეები „მონა ლიზას“ სკანდირებდნენ, მას კი უბრალოდ ეღიმებოდა.
გვერდზე მდგომი მოქალაქეები სკანდირებდნენ „მონა ლიზას“, მე უბრალოდ მეღიმებოდა სხვა არაფერი და ამის გამო დამაკავეს პირადად მე. ვიკითხე, თუ რატომ მაკავებდნენ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა იმიტომ, რომ გამოშვებული იყვნენ და არანაირი აზრი არ ჰქონდა მათთან არანაირ საუბარს. ყველა დაკავება, ყველა ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქალაქო სამასართლოში არის უკანონო. ვერანაირი მტკიცებულება ვერ ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან არანაირი კანონის დარღვევა არ მომხდარა ჩვენი მხრიდან". - ამბობს პატარაია.