საომარი მოქმედებები ისრაელში - სარაკეტო თავდასხმები მთელი ღამე მიმდინარეობდა
დაბომბილი თელავივი და ისრაელის რამდენიმე ქალაქი - საომარი მოქმედებები ქვეყანაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან 150 რაკეტა გაუშვა და ისრაელის ცენტრალური ნაწილი დაბომბა. საპასუხოდ ისრაელის ავიაძალებმა შეტევა ღაზას სექტორზე მიიტანეს.
ოფიციალური თელავივი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში 2014 წლის შემდეგ ბოლო 24 საათში განხორციელებული სარაკეტო შეტევები მათი მხრიდან ყველაზე მასშტაბურია.
შეტაკებების შედეგად 36 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც. რაც შეეხება ისრაელს, იქ 5 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაშავებულია 250.
ამ დროისათვის ისრაელში სარაკეტო თავდასხმები შეჩერებულია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ საღამოს საათებში თავდასხმები განახლდება.
ისრაელის პრემიერის განცხადებით, განეიტრალებულია „ჰამასის“ ორი ლიდერი. ასევე, ლიკვიდრებულია 18 ტერორტისტი. ქვეყნის მეთაურის თქმით, „ჰამასი“ თავის მოქმედებას სიცოცხლეებით გადაიხდის.