ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციებს იწყებს

12.05.21 12:04
 ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციებს იწყებს

საკუთარ თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ ნიკა მელია მოლაპარაკებებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან იწყებს. ოპოზიციას რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები - რა სტრატეგიით იბძოლებენ  ,,ოცნების" წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე და იქნება თუ არა მელია მერობის კანდიდატი. უკვე ცნობილია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ მელიას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის უპირობო მხარდაჭერა აქვს.

ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ იმაზე, რომ თბილისში გვყავდეს ერთიანი კანდიდატი და ნიკა მელია მეჩვენება სათანადო კანდიდატად, თუმცა ეს ყველაფერი ზუსტად რა ფორმის იქნება, უნდა გადაწყდეს უკვე საერთო კონსულტაციების შემდეგ, - ამბობს მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ამბობს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზული პოტენციალი აქვს.

ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ნიკა მელია არის ძალიან სერიოზული კანდიდატი, გათვალისწინებით ყველაფრის, და მას აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მასთან ერთად და ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ, როგორ გვესახება სამომავლოდ მერის არჩევნები თბილისში. ჯერ ეს თვითონ ნიკამ უნდა გადაწყვიტოს, - ამბობს გიგი წერეთელი.
 

იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები