"ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - "მელიამ საკუთარ ქვეყანას უჩივლა"
"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სტრასბურგში შეტანილ სარჩელ ეხმაურება.
"ოცნებას" ახალი მესიჯბოქსი აქვს - "მელიამ საკუთარ ქვეყანას უჩივლა"
…როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ.
როდესაც პოლიტიკას ამოეფარები და საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას გამოიწვევ…
როდესაც საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულება პასუხს გაგცემს…
როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება “მელია საქართველოს წინააღმდეგ” დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები…
როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ…
როდესაც გამბედაობა არ გყოფნის…” – წერს შალვა პაპუაშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო. როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები უკვე გამოუგზავნა.
ევროპული სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კითხვაზე პასუხს - რამდენად არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული დაპატიმრების საფუძვლები. ადვოკატების ინფორმაციით, ამ კონტექსტში სასამართლო ახსენებს საქმეებს „ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ".