შაქარაშვილის საქმე - სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

08.03.21 12:02
შაქარაშვილის საქმე - სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

შაქარაშვილის საქმე - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. მოსამართლე ბიძინა სტურუამ უნდა გამოაცხადოს არიან თუ არა 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში დამნაშავეები ჩიქოვანი, გაგნიძე, რევაზიშვილი, ქვრივიშვილი და არასრულწლოვანი ზ.ხ.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

ოჯახს აქვს კატეგორიული პოზიცია, რომ დამნაშავეები უკმაცრესად უნდა დაისაჯონ. ოჯახმა დააფიქსირა ასევე, თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას სჯერა, სწამს, რომ აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული და არანაირი კითხვები მათთვის არ არსებობს. დედა ტირის მხოლოდ იმაზე, რომ ნეტა არ მცოდნოდაო, რომ ჩემს შვილს ბოლო წამები ჰქონდა ასეთი მძიმე და მწარე. 16 დაზიანება აქვს მინიმუმ. ნეტა მცოდნოდა, რომ ვიღაც გამოეკიდა და ბავშვი გადავარდაო. უფრო წამის მეათასადეში, სიკვდილის განცდაც არ ექნებოდაო, - ამბობს შაქარაშვილის ბიძა.