ამნისტიის კანონპროექტის წარმატება ოპოზიციის ერთიანობაზეა დამოკიდებული - საბა ბუაძე
ერთი დღე ამნისტიის კანონპროექტის განხილვამდე -პარლამენტში არდადაგები ხვალ დასრულდება და ამნისტიის ორი სხვადასხვა კანონპროექტის ინიცირებაც მოხდება - ერთს ,,ქართული ოცნება" წარმოადგენს, მეორეს კი- მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერი ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სავარაუდოდ, დეპუტატებს შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყება.
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონპროექტის წარმატება ოპოზიციის ერთიანობაზეა დამოკიდებული.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის წარმატება პირველ რიგში ოპოზიციის ერთიანობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ყველა პარტიამ, ვისაც მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია, ეს უნდა გააკეთოს და პარლამენტში შევიდეს, რათა გაგრძელდეს მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, აგრეთვე, საგამოძიებო კომისიიის შექმნის თემაზე იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და პოლიტიკური ფასი იმდენად ავწიოთ, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს პასუხისმგებლობისგან მისი წარმომადგენლების გათავისუფლება - მიიჩნევს საბა ბუაძე.
,,ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონონპროექტის მიხედვით უნდა მოხდეს ,,გავრილოვის ღამის" ყველა ფიგურანტის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. ოპოზიცია კი მოითხოვს, რომ აქციის დამრბევ ჯალათებს ამნისტია არ შეეხოთ.