ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

23.03.23 23:33
ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მან არ დააზუსტა, ამ ნაბიჯს, როდის მიეცემა ოფიციალური სახე.

„ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ალბათ ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, თუმცა პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.