"ოცნება" პოლიტიკურ დაკავებებს აანონსებს - ოპოზიციის ნაწილი კობახიძის მუქარას პასუხობს
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ პოლიტიკური დაკავებების მორიგ სერიას იმ პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, რომლებმაც შეთანხმების აქტს ხელი არ მოაწერეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ „ქართული ოცნება“ უფრო აგრესიული გახადა. მისი თქმით, დასუსტებული მმართველი გუნდი ახლა ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
შეთანხმებამ, რომელიც ხელმოწერილია სხვა და სხვა პარტიების მიერ, არა თუ არ დაძლია კრიზისი, პირიქით, შეიძლება მისცა ბიძგი „ქართულ ოცნებას“, რომ უფრო აგრესიული გახდეს პოლიტიკური დევნის კუთხით. ახლა ცდილობს დასუსტებული „ქართული ოცნება“ თავისი ზალის დემონსტრირება მოხდინოს თავისივე ამომრჩეველში. აი, ამ ძალის დემონსტრირების პროცესში არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდეს განზრახვა, რომ პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო აგრესიული გახადოს, - ამბობს მინაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ შეთანხმების აქტზე ხელმოწერით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება ვერ მოხდა. მისი თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ასევე, იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც დოკუმენტზე ხელი მაოწერეს, შემაშფოთებელი უნდა იყოს.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება არ ხდება ამ შეთანხმებით, ეს უკვე არის ძალიან თვალნათელი და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მედიატორებისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. ჩვენ სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც თავი შევიკავეთ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერისგან და ახლა ვრწმუნდებით, რომ ეს პროცესი მართლაც გრძელდება, - ამბობს წერეთელი.
„ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების არსებობას ადასტურებენ. მმართველი გუნდის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ ეს ფაქტი არა პოლიტიკურ დევნად, არამედ სამართლებრივ პროცესად აღიქვან.
არის სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარე და ა.შ., რასაც უნდა შევხედოთ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. უნდა მორჩეს ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში ის მცდელობები, რომ აღქმებზე მუშაობდნენ ჩვენი ოპონენტები, უნდა დაანებონ მათ თავი. ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა შეხედოს ფაქტებს და შინაარს ნებისმიერი საქმის, იქნება ეს მიმდინარე საქმე, მომავალში რომელიმე საქმე...პოლიტიკოსები განსაკუთრებით, უნდა შეეცვიონ იმას, რომ შეხედონ შინაარს, ფაქტებს და არა იმას, რომ აღქმები როგორი აქვთ და როგორია მათი წარმოდგენები, - ამბობს ‘ქართული ცონების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.
ხელისუფლოება ისევანგარიშწორებით იმუქრება. პოლიტიკური დაკავებების ახალ სერიას ამჯერად ირაკლი კობახიძე აანონსებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ საქმეების განხილვა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება და დასრულდება.