ჰოლოკოსტი არასდროს განმეორდება - იციკ მოშე

12.05.21 13:43
ჰოლოკოსტი არასდროს განმეორდება - იციკ მოშე

ეს არის ნათელი სამყაროს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ - ასე აფასებს ,,ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი იციკ მოშე ღაზას სექტორზე იერიშს. მისი თქმით, თავისუფალმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა ტერორიზმის წინააღმდეგი. მოშე ასევე, აღნიშნავს, რომ როცა ქვეყნის წინააღმდეგ ათასობით რაკეტაა მიმართული, ანტისემიტური სამყაროს გზავნილები იერიშის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

"ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ჰოლოკოსტი" აღარასდროს განმეორდება.

ეს არის  ნათელი სამყაროს ბრძოლა ტერორის წინააღმდეგ. სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ტერორიზმის წინააღმდეგ. როცა 1000 რაკეტა არის ისრაელის თავზე, თელავივი, იერუსალიმი, აშდოკი, ამ დროს ანტისემიტური სამყაროდან გზავნილები, რომ  შეწყვიტეთ, იერიში არ განახორციელოთ, არის მიუღებელი. ,,ჰამასი" გეგმავს ისრაელის მაგივრად თეოკრატიული, ისლამისტური სახელმწიფო შექმნას, მაგრამ ჰოლოკოსტი არასდროს განმეორდება და ვერ შეძლებენ, ისრაელი ამ რეგიონიდან გააძევონ - აღნიშნავს ტვ პირველთან საუბარში იციკ მოშე .

პალესტინამ  მასირებული იერიში ისრაელის წინააღმდეგ გუშინ განახორციელა. თელავივის, აშდოკის, იერუსალიმის მიმართულებით  ,,ჰამასმა" და სხვა ისლამისტურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ 1000-მდე რაკეტა გაუშვა, თუმცა ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მათი 90% გაანადგურა.