,,ენმ" სამარაცხვინო, გაბანძებული პარტიაა - ალეკო ელისაშვილი

12.05.21 14:28
,,ენმ" სამარაცხვინო, გაბანძებული პარტიაა - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობას" "გაბანძებულ" პარტიას უწოდებს. 

მისი შეფასებით -  "აი დარდი", თუ  პარლამენტში არ შევლენ. ელისაშვილის განცხადებით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციებს არ აპირებს.

,,ნაციონალურ მოძრაობასთან" რაღა უნდა ვილაპარაკოთ, არის გაბანძებული პარტია. მთელი ნახევარი წელი ჩვენ გვლანძღავდნენ, გულზე მჯიღს ჯვარზე გვაკრავდნენ როგორ შედიან, „უპრავებენ“ პარლამენტს და ახლა თვითონ იძახიან, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეთო. სამარცხვინოები... დარჩნენ ქუჩაში, აი დარდი. გინდა შემოსულან, გინდა არა, საერთოდ არ მადარდებს"- თქვა ელისაშვილმა. 

მისი თქმით მელიასთან საუბარს არ აპირებს: 

შეუძლია, თვითონ გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს და მაშინ შეიძლება, ვიფიქრო მასთან რაიმეზე დალაპარაკება"- თქვა ელისაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები