სალომე სამადაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
სალომე სამადაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. დეპუტატმა ,,ენმ"-ს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.
სამადაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.
დიდი ალბათობით, სამადაშვილს ,,ლელო"-ში ვიხილავთ. პარტიის ლიდერმა და ასევე სამადაშვილმა კონულტაციები დაადასტურეს.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "ლელო" მის შეხედულებებთან ახლოს დგას.