,,ოცნება" გახარიას კადრებისგან საჯარო სამსახურის წმენდას აგრძელებს

12.05.21 16:03
,,ოცნება"  გახარიას კადრებისგან საჯარო სამსახურის წმენდას აგრძელებს

"ქართული ოცნება" გახარიას კადრებისგან საჯარო სამსახურების წმენდას განაგრძობს. მერის მოადგილეების შემდეგ პოსტებს თვითმმართველობებში დასაქმებულ სამსახურების უფროსებსაც ატოვებინებენ. საკადრო წმენდა შეეხო სამეგრელოს რეგიონს და შიდა ქართლს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე საათში ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ 4  საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. ყველა მათანი ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია აცხადებს, რომ მისი საკითხი ,,ქართულ ოცნებაში" გადაწყდა და  გათავისუფლების განკარგულებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

როგორც მითხრეს, ჩემი გათავისუფლება გიორგი გახარიას მეგობრობას და მასთან ურთიერთობას უკავშირდება. მე მეგონა, რომ გახარიას პარტი ჰქონდა და თურმე, პარტიაც არ ჰქონია. რა თანამშრომლობა უნდა მქონდეს ადამიანთან, ვისაც პოლიტიკური მიზნები ჯერ გაცხადებული არა აქვს? ეს აბსურდია, ვიღაცას პარტიაში არ ვუნდოდი, მივმართავ სასამართლოს და პროცესს მოვიგებ. - აცხადებს ლაშა გვასალია.

სამსახურიდან გაათავისუფლებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია აცხადებს, რომ მუშაობის პროცესში მას სიტყვიერი საყვედურიც კი არ აქვს მიღებული.

 გუშინ ჩვეულებრივად ვმუშაობდი და საღამოს ჩამაბარეს გათავისუფლების განკარგულება. წარმოდგენა არა მქვს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მუშაობისასა არა თუ წერილობითი, სიტყვიერი საყვედურიც კი არა მაქვს - აცხადებს გრიგოლ დაგარგულია. 

დროს არც გორის მერი კარგავს. კონსტანტინე თავზარაშვილმა გუშინ 2 მოადგილის შემდეგ დღეს მერიის 2 თანამშრომელიც გაათავისუფლა.  ერთ-ერთი გათავისუფლებული, გიორგი პაპიტაშვილი,  გორის მერიაში 1998 წლიდან მუშაობდა. როგორც ის ამბობს, მერმა დაიბარა და განუმარტა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება პარტიაში მიიღეს. 

გორის მერიის ქონების მართვის სამსახურში 1998 წლიდან ვმუშაობ, გუშინ დამიბარა მერმა და მითხრა, რომ გათავისუფლებული ვარ. მიზეზი ჩემთვის ცნობილი არ არის. ასე ჩანს, რომ ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა - ამბობს გიორგი პაპიტაშვილი.

მსგავსი სიახლეები