ივანიშვილის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ დასრულდება - უგულავა

12.05.21 15:19
ივანიშვილის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ დასრულდება - უგულავა

ყველა შეთანხმება ივანიშვილის რეჟიმთან არის უბრალოდ დროებითი ზავი, - ამის შესახებ გიგი უგულავა აცხადებს. უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ პოლიტიკური დაჭერების ახალ სერიას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში პოლიტიკური მართლსამჯულება არ დასრულდება. 

რაც არ უნდა სირაქლემას პოზიციაში იყოს კობახიძე და თავისი დამსმელი ივანიშვილი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს საქმეები არის პოლიტიკური საქმეები. ამიტომ, კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს კობახიძის ეს განცხადება, რომ ის სრულად ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც თითონაც მოაწერეს ხელი, რომ ივანიშვილის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ დასრულდება. პირიქით, იქნება პოლიტიკური დაჭერები და ყველა შეთანხმება ივანიშვილის რეჟიმთან არის უბრალოდ დროებითი ზავი. ეს არის ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც პროკურატურით და სასამართლოთი ანადგურებს ადამიანებს და ამის მონაწილე და ამის ერთ-ერთი შემოქმედი არქიტექტორი არის ეს ბრიყვი კობახიძე, - ამბობს უგულავა. 
 

მსგავსი სიახლეები