სხვა პოლიტიკური გეგმები მაქვს, ვიდრე თბილისის მერობა - ნიკა მელია
სხვა გეგმები მაქვს პოლიტიკური, ვიდრე თბილისის მერობა არის - ნიკა მელია არ აპირებს, კოლეგებთან მერობის საერთო კანდიდატზე კონსულტაციები აწარმოოს. ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ თუ ოპოზიციონერი ლიდერები მას აღნიშნული წინადადებით მიმართავენ, დათანხმდება, თუმცა ამის ინტერესი არ გააჩნია.
სხვა გეგმები მაქვს პოლიტიკური, ვიდრე თბილისის მერობა არის, ამიტომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდები, თუკი ოპოზიონერი კოლეგები ჩათვლიან, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. ამიტომ მზად ვარ, მეგობრულად, კოლეგიალურად მათ და საზოგადოებას სამსახური გავუწიო. არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან კონსულტაციას არ გავმართავ იმასთან დაკავშირებით, რომ მე უნდა ვიყო მერობის კანდიდატი. ეს რომ ვაკეთო, ამის ინტერესი უნდა მქონდეს - აცხადებს ნიკა მელია.