ეს ომი დანაშაულია - ისრაელის ელჩი საქართველოში
ისრაელის ელჩი საქართველოში მის ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. რან გიდორი დაჯგუფება „ჰამასის“ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ საომარი იერიშების გამო ყველაზე მეტად სწორედ პალესტინელები ზარალდებიან. უცხოელი დიპლომატი „ჰამასზე“ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ცეცხლიც სწორედ დაჯგუფება „ჰამასმა“ უნდა შეწყვიტოს.
ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც მოაქვს ბევრი ზიანი ისრაელისთვის. ისინი კრიმინალს ჩადიან და არა მხოლოდ ისრაელის ხალხის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ პალესტინელი მოქალაქეები იტანჯებიან. ჰამასის დაჯგუფებამ რაკეტების დაშენა დაიწყო ისრაელისთვის, ისრაელის მხრიდან პროვოკაცია არ ყოფილა. არაფერი ამართლებს ცეცხლის იერიშს და რაკეტებით თავდასხმას ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს ჰამასზე, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება შეწყდეს. ეს ომი დანაშაულია, - ამბობს რან გიდორი.
უცხოელი დიპლომატის ინფორმაციით, ისრაელში უკვე 6 მსხვერპლია , 200 დაშავებული ადამიანი კი კლინიკებშია გადაყვანილი. რან გიდორი ისრაელში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ისრაელს უკვე 6 მოკლული ადამიანი და 200 დაშავებული ჰყავს. ჩვენ ყველაზე ძლიერი თავდაცვის სისტემა გვაქვს: „რკინის გუმბათი“ ქალაქებზე. ჰამასმა ათასობით რაკეტა ისროლა, მაგრამ 90%-ის გაჩერება შევძელით. რამდენიმე ქალაქია ისრაელში, რომელიც დასახლებულია ქართველებით და ებრაელი ქართველებით. სამი ქალაქი სარაკეტო თავდასხმებით ყველაზე მეტად დაზარალდა: აშელონი, აშტოდი და ლოდი, აქ იყო ფატალური შემთხვევებიც. ქართველ მეგობრებს ვთხოვ იყვნენ ახლოს თავშესაფართან და განგაშის სიგნალის შემდეგ თავი უსაფრთხო ადგილას სწრაფად შეაფარონ, - ამბობს რან გიდორი.