დღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაგრძელდება

13.05.21 10:07
დღეს  საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი  გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესი გრძელდება. პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. არსებით სხდომაზე შესავალი სიტყვით წარსდგება დაცვის მხარე.  დაცვის მხარე შესავალ სიტყვას ბრალდებულის გარეშე იტყვის, რადგან მელია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა გირაო გადაიხადა და პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

მსგავსი სიახლეები