მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

13.05.21 10:12
მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

30 დღიანი მარხვა დასრულდა - მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს.  დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ხალხმრავლობაა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში. მეჩეთმა მორწმუნეები ვერ დაიტია, რის გამოც ისინი სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. რაც შეეხება რეგულაციებს, მეჩეთთან მისულ მორწმუნეებს პირბადეები ეკეთათ, თუმცა დისტაცია არ იყო დაცული. დღეს მუსლიმი ოჯახები ტრადიციულად ტკბილეულს მიირთმევენ და საფლავებზეც გადიან. რამაზან ბაირამს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ.

მსგავსი სიახლეები