დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იფიქროს, მხოლოდ მის გამო იყოს მიღებული ამნისტია - პაპუაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მიზანი 20 ივნისის მოვლენებზე საუბრის დასრულებაა.
ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იფიქროს, მხოლოდ მის გამო იყოს მიღებული ამნისტია. რამდენჯერმე ითქვა, არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში დაიხუროს საბოლოოდ. გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე. ამიტომ ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს ფურცელი გადაიშალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების" კანონპროექტი ამნისტიის შესახებ პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია.