“განახლებული რეგიონების” პროექტი კორუფციული სქემაა - ,,ენმ"

13.05.21 11:27
“განახლებული რეგიონების” პროექტი კორუფციული სქემაა - ,,ენმ"

მთავრობის  “განახლებული რეგიონების” პროექტი კორუფციული სქემაა, რომლის მიზანი ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შავი ფულის ყულაბის შევსებაა - ინფორმაციას ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ. 

რეზო ხარაზისა და ლევან ანთაძის განცხადებით, განახლებული პროექტების თანახმად ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე გაკეთებული პროექტების ხელახალი რეაბილიტაცია ხდება და ამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. ოპოზიციის წევრები მაგალითად ბათუმის გმირთა ხეივანს, ასევე უკვე რეაბილიტირებულ შუახევის კულტურის სახლს ასახელებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს აჭარის მთავრობის მეთაურიც გამოეხმაურა, რომლის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები მნიშვნელოვანი არ არის და პროგრამის ფარგლებში აჭარაში ფართომასშტაბიანი პროექტები განხორციელდება.