ამნისტიის 2 კანონპროექტი - პარლამენტში განხილვა იწყება

13.05.21 11:24
ამნისტიის 2 კანონპროექტი - პარლამენტში განხილვა იწყება

ამნისტიის 2 კანონპროექტი - ერთი ოპოზიციის ვერსია, ხოლო მეორე "ოცნების", პარლამენტის  ბიუროს სხდომაზე ნახევარ საათში ოფიციალურად დარეგისტრირდება. ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვები. მოხდება თუ არა ერთიანი დოკუმენტის შეჯერება, საკომიტეტო კომიტეტში მსჯელობების შემდეგ გაირკვევა. ფრაქცია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის   პოზიციები დაახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ეს ორი კანონპროექტი ერთ დოკუმენტად გადაიქცეს.

საარჩევნო საკითხი იყო იქ დღის წესრიგში, მაგრამ საღამოს რომ დასხდნენ, ამაზეც ისაუბრეს, როგორც ვიცი, არაფორმალურად. რომელმა ვის ჩაუპაჭუნა თვალი არ ვიცი, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ დაახლოვდეს პოზიციები. პრინციპები არის მთავარი, რომელიც ორივე დოკუმენტში არის ერთნაირი, დანარჩენი , – თქვა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ნათქვამი  უარჰყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, კაჭრეთში შეხვედრის დროს ამნისტიის კანონპროექტზე კონსულტაციები არ ყოფილა. 

დამატებითი კონსულტაცია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ამ ბოლო პერიოდში არ ყოფილა. შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს გონივრული მსჯელობა და საღი აზრის დონეზე განსჯა, თუკი ჩვენი ოპონენტები ამ კრიტერიუმებით მიუდგებიან ამ საკითხს, მხარს დაუჭერენ", - ამბობს პაპუაშვილი.

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია, ამბობს, რომ მხარს იმ კანონპროექტს დაუჭერს, რომელზეც მეტი კონსესუსი იქნება.  

ჩემთვის მისაღებია ის ვარიანტი, რომელზეც უფრო მაღალი კონსესუსი იქნება. თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი არის ისეთი, რომელსაც კონსესუსი სჭირდება, თუ ჩვენ გვინდა, რომ აღმოიფხვრას კონფლიქტი, რომელიც ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. მინდა, ეს ორი კანონპროექტი რაღაცნაირად ერთად იქცეს და მან მულტიპარტიული მხარდაჭერა მიიღოს“, – თქვა ხვიჩიამ. 

მსგავსი სიახლეები