თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია.
ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი სესიაშვილს სხვადასხვა სპეციალობით უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.