არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას - ბაქრაძე დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება

13.05.21 12:49
არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას - ბაქრაძე დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება

დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და არც საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გეგმავს. 

როდესაც დავტოვე ,,ევროპული საქართველო", ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო  დეპუტატი. 

შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები,ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა. ასევე, ჩემი გადაწყვეტილებაა, არ ვიყარო კენჭი არც ერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი", - ამბობს ბაქრაძე. 

 

მსგავსი სიახლეები