ეს იყო საერთო პროექტი,ცრომელიც შევიმუშავეთ ოპოზიციასთან კონსულტაციებით - თალაკვაძე ამნისტიის კანონპროექტზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, "ოცნების" მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი ოპოზიციის ნაწილთან კონსულტაციების შედეგად შედგა, შესაბამისად, ის საერთო კანონპროექტია. თალაკვაძის თქმით, "ოცნების" კანონპროექტი თანხვედრაშია მიშელის დოკუმენტთან.
ოპოზიცია ჰქონდა მცდელობა, რომ პირველი პუნქტის მხოლოდ ნაწილი ყოფილიყო გათვალისწინებული პროექტში, ან მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ ყოფილიყო ამნისტია მიღებული. ეს იყო საერთო პროექტი, ვინაიდან შევიმუშავეთ ოპოზიციასთან კონსულტაციებით, მთლიანად თანხვედრაშია მიშელის დოკუმენტთან, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრება რეალურად არის მხოლოდ ფრაგმენტი შეთანხმების პირველი პუნქტის, რაც მთლიანად ვერ ფარავს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ეს სპეკულაციები, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოვისმინეთ, უფრო მეტად გახლავთ მათი მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რომ აი, ეს საკითხიც მოდი, "ოცნებამ" შეასრულოს ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა", - ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა.