დატოვეთ ბოროტების სასახლე და შემოდგომაზე ივანიშვილის ნასახი არ იქნება - შალვა ნათელაშვილი

13.05.21 13:02
დატოვეთ ბოროტების სასახლე და შემოდგომაზე ივანიშვილის ნასახი არ იქნება - შალვა ნათელაშვილი

დატოვეთ პარლამენტი - ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში შესულ პარტიებს მოუწოდებს, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღონ, რათა გაგრძელდეს პოზიციური ერთობა და მომავალ რჩევნებზე  ,,ქართული ოცნება" დაამარცხონ. თავად  შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ  პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 

გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს,  ფეხი შეედგათ პარლამენტში, მინდა, ახლა მთელი გულით, დიდი მეგობრული გრძნობით და კოლეგიალობით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტს: ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ვისაც ფეეხი შეეპარა, დაუყობნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სამყარო და პირობას გაძლევთ, შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი არ იქნება - აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.