უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა მელიას მიმართ - მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

13.05.21 13:46
უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა მელიას მიმართ - მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესს ადვოკატები იმიტირებულს უწოდებენ. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა ნიკა მელიას გარეშე წარმოთქვა. ასვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს.

დავის მხარემ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილთან შუამდგომლობა დააყენა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატის რატი იონათამიშვილის საჯარო განცხადებებზე რეაგირება მოითხოვა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები მელიას "კრიმინალს" და "დამნაშავეს" უწოდებდნენ. 

ადვოკატები "უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე" რეაგირების მოხდენას ითხოვენ. ეს შუამდგომლობა მოსამართლე ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა. 

საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მელიას დამნაშავედ გამოცხადებით მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ბრალდების მხარე აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კი თქვა, რომ შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის.

  

მსგავსი სიახლეები