პირველი ოპოზიციური ფრაქცია სხდომათა დარბაზში - ფოტო პარლამენტიდან
პირველი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში -ახლადშექმნილი ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში სკამები უკვე დაიკავეს. საკანონმდებლო ორგანოში მზად არის მათი კაბინეტებიც.
,,ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" - ასე ჰქვია პარლამენტში შექმნილ ფრაქციას. გარდა პარტია ,,ლელოს" წევრებისა, ფრაქციაში შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები - სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.
ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ბადრი ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილე კი - სალომე სამადაშვილი.