ექსკლუზივი: პრეზიდენტი ქალთა მოძრაობა "ევროპისთვის" ქმნის

03.04.23 20:03
ექსკლუზივი: პრეზიდენტი ქალთა მოძრაობა "ევროპისთვის" ქმნის

პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. სალომე ზურაბიშვლი ქალ დეპუტატებს ერთიანი პროევროპული ფრონტის შემქნას სთავაზობს.

ორბელიანების სასახლეში გამართული რამდენიმე შეხვედრის ამბავი "პირველების" გუნდმა დაადგინა. პრეზიდენტმა ცალ ცალკე ოპოზიციური პარტიის დეპუტატები პირდაპირ შეხვედრაზე დაიბარა. ზურაბიშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ ახლა პროევროპული მოძრაობის დაწყებაა საჭირო.  პრეზიდენტთან აუდიენციაზე იყო მისული სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია. სხვებს პრეზიდენტი ლიეტვუადან ჩამოსვლის შემდეგ შეხვდება. 

ლიეტუვაში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სალომე ზურაბიშვილი სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს, თამარ კორძაიას,  ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას შეხვდა. ქალ დეპუტატებს პრეზიდენტმა უთხრა, რომ თუ ისინი მოძრაობას სახელწოდებით "ევროპისთვის" შექმნიან, მაშინ მისი მხარდაჭერა გარანტირებულად ექნებათ

სალომე ზურაბიშვილის იდეის გარშემო   გაერთიანებული ქალი პოლიტიკოსების რიცხვი, სავრაუადოდ ,კიდევ გაიზრდება. ჩვენი ინფორმაციით,  8-9 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში დიდი თავყრილობაა დაგეგმილი. ზურაბიშვილს მიწვეული ჰყავს   ყველა ქალი პოლიტიკოსი, ვის როლსაც ის  ახალ მოძრაობაში ხედავს. ისინი, სავრაუდოდ, პრეზიდენტთან ერთად იქნებიან  18 აპრილს  ევროპარლამენტშიც, სადაც ზურაბიშვილის  სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს,რომ ევროპარლამენტში წაიყვანოს  ქალი, ევროკავშირის დროშით ხელში, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის არჩევანის.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები