21 წლის ლაზარე გრიგორიადისს ჩვენება იძულებით მიაცემინეს - ახალგაზრდა დუმილს ადვოკატთან არღვევს
21 წლის ლაზარეს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. ფიზიკური და ფისიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ახალაგზრდა დუმილს ადვოკატთან არღვევს. თუ დანაშაულს თავის თავზე არ აიღებდა, მაშინ მის მეგობარს დაიჭერდნენ.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცს აღიარებით ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ყველაფერს კი საჯაროდ სასამართლო სხდომაზე მოჰყვება.
პარალელურად, შვილების თაობის პირველი წარმომადგენელი ქვეყნის პრემიერმა უკვე დამნაშავედ გამოაცხადა. ღარიბაშვილი დაკავებულ ბიჭს დაემუქრა და მის წინააღმდეგ უმკაცრესი სასჯელი დაანონსა. "ანარქისტია" - ამბობს ღარიბაშვილი და ამტკიცებს,რომ მოლოტოვის კოქტეილი აქციაზე ლაზარემ ისროლა.
ცალკე ფრონტი კი ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ აქვს გახსნილი. "ოცნება", ფაქტობრივად, დაკავებების სერიებს აანონსებს და ოპოზიციის ლიდერებს ციხით ემუქრება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.