დარწმუნებული ვარ, "ოცნების" მხრიდან ბევრი ადამიანი იფიქრებს შემოერთებას - მამუკა ხაზარაძე

13.05.21 13:17
დარწმუნებული ვარ, "ოცნების" მხრიდან ბევრი ადამიანი იფიქრებს შემოერთებას - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი იმ ინიციატივებსა და საკითხებზე საუბრობს, რომლებზეც მისი ფრაქცია პარლამენტში იმუშავებს.

ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს. ერთ-ერთი პირველი იქნება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მივიყვანოთ ბოლომდე და შემდგომ, რა თქმა უნდა, წამოვწევთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ეხება ეკონომიკას. ჩვენი კარები არის ღია და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ არა იმაზე, ვის რა ადგილი უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში, არამედ უნდა შევთანხმდეთ, რა ადგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს, ჩვენ სახელმწიფოს რეგიონში და მსოფლიო რუკაზე, - ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, თუ რომელიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ფრაქციაში გაერთიანებას ისურვებს, მათი კარი ღიაა. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მათ ფრაქციაში გაერთიანების მსურველები  „ქართულ ოცნებაშიც“ იქნებიან.

„ნაცმოძრაობა“ ალბათ თავის ფრაქციას შექმნის. ჩვენ იცით, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია ვართ და თუ იქიდან ვიღაცა დამოუკიდებლად გადაწყვეტს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი შემოერთებას, ჩვენი კარები ღიაა, ისევე, როგორც „ოცნების“ მხრიდან, დაწრმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იფიქრებს შემოერთებას, - ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარძემ დღეს პირველი ოპოზიციური ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართელოსთვის“ წარადგინა. 
 

მსგავსი სიახლეები