ამნისტიის 2 კანონპროექტი პარლამენტში - ოპოზიცია "ოცნების" ვარიანტს მხარს არ უჭერს
"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი ბიუროზე ოფიციალურად დარეგისტრირდა. უკვე ცნობილია, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია.
ახლადშექმნილი ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" უმრავლესობის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. შალვა შავგულიძის თქმით, კანონპროექტის არსებული ვერსია მათთვის მიუღებელია.
ჩვენი მყარი პოზიციაა, თუ არ შეცვლის ხელისუფლება და ესეთ არაგანჭვრეტად კანონს დატოვებს, ჩვენ ვერ შევჯერდებით", - ამბობს შავგულიძე.
"ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭრს არც პარალმენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე. ბაქრაძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ვერსია ეწინააღმდეგება ოპოზიციის პოზიციებს.
ჩემთვის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ვარიანტი მიუღებელია, ამ ვარიანტს მხარს უბრალოდ ვერ დავუჭერ, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას რაზეც ვსაუბრობდით რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების პროცესში," - ამბობს ბაქრაძე.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსია მიუღებელია, თუმცა კონსულტაციები და დისკუსიები გაგრძელდება.
არ მაქვს მოლოდინი რომ დღევანდელი მდგომარეობით ერთი კანონპროექტი გვქონდეს და ერთი კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე ესეთი ვითარება არ არის დღეს სამწუხაროდ, არის ორი სრულიად განსხვავებული კანონპროექტი. პროგნოზსაც არ ვაკეთებ, რომ შეუძლებელია რომ ერთი კანონპროექტი მივიღოთ,წინ გვაქვს სერიოზული დისკუსიები საკომიტეტო მოსმენები - ამბობს ხათუნა სამნიძე.