"დამშვიდდით თუ შეიძლება... ხომ არ შეგახსენოთ?!"- მწვავე დაპირისპირება პარლამენტში

13.05.21 14:31
"დამშვიდდით თუ შეიძლება... ხომ არ შეგახსენოთ?!"- მწვავე დაპირისპირება პარლამენტში

"დამშვიდდით თუ შეიძლება" - ასე მიმართა  ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუას. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს შეახსენა - "მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება".

"წინა სხდომაზე მე ამ პარლამენტიდან მივესალმე გათავისუფლებულ გიორგი რურუას, დღეს მივესალმები ნიკა მელიას, ასევე გათავისუფლებულს"- თქვა სიტყვით გამოსვლისას სამადაშვილმა.

მომესმა ბატონი პაპუაშვილისგან, მცდელობები გაქვთ, გამოაცხადოთ, რომ მიშელის დოკუმენტი კარგია, მაგრამ ჩვენ თურმე აქ ჩვენს კონსტიტუციას და კანონებს უნდა მივხედოთ, ხომ არ შეგახსენოთ ახლა საიდან გაჩნდა საერთოდ მიშელის დოკუმენტი დღის წესრიგში?! 8 მარტის შეთანხმება რატომ მოხდა, ეგებ ეგეც შეგახსენოთ, პროპორციულ სისტემაზე რომ მოატყუეთ მთელი მსოფლიო, საზოგადოება და მერე მიიღეთ არჩევნები, რომლის პოლიტიკური შედეგები დღესაც ამ ქვეყანას აზანზარებს. ასე რომ, მიშელის დოკუმენტი რაღაც კი არ არის, მიშელის დოკუმენტში ჩადებული არის ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა მივიღოთ, ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა მივიღოთ, რომ თქვენ, ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ვეღარასოდეს ვერ ჩაატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარეთ ოქტომბერში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გარკვევით უთხრეს, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები ჩაატარეს. 

ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში. ამიტომ, აქ არ არის საჭირო ხმამაღალი განაცხადები იმაზე, რომ თურმე ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადასაფარად, აქ ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, რაც ხდება სტრასბურგში"- თქვა სამადაშვილმა.